.
среда, 8 июля 2015 г.
понедельник, 6 июля 2015 г.
პროექტის სახელწოდება:
„ჩემი სოფლის ეკოლოგიური პრობლემები
და ევროკავშირი“
შესავალი
პროექტზე დაფუძნებული
სწავლება მასწავლებლისათვის არის ერთ -ერთი ეფექტური ხერხი სასწავლო მიზნის
მიღწევისათვის, რადგან პროექტი იკვლევს გარკვეულ პრობლემას,პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლება კი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების
სტრატეგიაა. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროს მოსწავლეები რეალური ცხოვრებისეული
პრობლემების კვლევის გზით იძენენ მნიშვნელოვან
გამოცდილებას,რომელიც მათ მთელი ცხოვრების
მანძილზე გამოადგებათ წარმატების მიღწევაში.
აღნიშნული
პროექტის მიზანია მოსწავლეებს დაანახოს თავიანთ
სოფელში არსებული მძიმე ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც გამოწველია მანგანუმის
მადნის მოპოვების ღია კარიერული წესით დამუშავების გამო.მოსწავლეები ეცნობიან ევროკავშირის გამოცდილებას აღნიშნული კუთხით
და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის განსაზღვრულ ვალდებულებებს მსგავსი პრობლემების
გადაწყვეტის საქმეში.
მოსწავლეები კვლევის შედეგებს წარმოდგენენ პრეზენტაციის სახით ფართო აუდიტორიისათვის(მშობლები,
ადგილობრივი თემი, საკრებულო.და.სხ.)დაინტერესებული საზოგადოება დაინახავს თუ როგორ წარმატებით გადაიჭრება ესოდენ მძაფრი პრობლემა ჭიათურის
მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის, სადაც მიმდინარეობს მაგანუმის მადნის მოპოვება,თუ საქართველო
ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.
პროექტის მნიშვნელობა:
პროექტი საინტერესო საკვლევი მასალაა მოსწავლეებისათვის,
რომლებიც წლების განმავლობაში უყურებენ, როგორ
ანგრევს მაღარო მათ სოფლებს.აბინძურებს სასმელ წყაროებს.იჩეხება ტყეები, ნადგურდება სასოფლო-სამეურნეო მიწები.პროექტის
განხორციელების შემდეგ მოსწავლეთა მშობლები
დაინახავენ, გაიგებენ რომ არსებობს გამოსავალი და სოფლების გადარჩენის საშუალებები,თუ
გათვალისწინებული იქნება პროექტის განხორციელების შედეგად დასახული გზები და საშუალებები.
ადგილობრი მთავრობა, საკრებულოს წევრები მეტი
მონდომებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან დასმული პრობლემის გადაჭრის საკითხს.
პროექტის განხორციელებაში ჩართული საზოგადოების წევრები მეტს გაიგებენ ევროკავშირის
წევრი ქვეყნების,ევროკავშირის როლისა და დანიშნულების შესახებ გამოიტანებენ
გარკვეულ დასკვნებს ევროკავშირისა და საქართველოს
შორის ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობის შესახებ.
პროექტის აღწერა
და განხორციელება:
საშუალო საფეხური,
X ,XI,XII კლასები.
პროექტის განხორციელების
ვადები : 2014წლის 16 ოქტომბერი -2014 წლის 28 ნოემბერი.
I
- ეტაპი - შეიქმნა სამუშაო ჯგუფები მოსწავლეების,მასწავლებლების ,მოსწავლეთა მშობლების
,ადგილობრივი საკრებულოს წევრების მონაწილეობით
და გადანაწილდა მათ შორის დავალებები.
II-ეტაპი : მე-10
კლასის მოსწავლეებმა მშობლებთან და ისტორიის მასწავლებელთან ერთად მოინახულეს სოფლები
: რგანი,ითხვისი,დარკვეთი .დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც ადრე მიმდინარეობგა მანგანუმის
გამოღება ან დღესაც გრძელდება.შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას , ჩაწერეს მათგან ინტერვიუ
.
III.-ეტაპი -მე-10
,11,12 კლასიის მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო
ბუკლეტი; „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“,რომელიც მოცავდა მოკლე ინფორმაციას ჩვენი რაიონის
იმ სოფლების შესახებ, სადაც მანგანუმის მოპოვების
არასწორი მეთოდების გამოყენების გამო შექმნილია მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა,აღნიშნულის ფონზე პრობლემის
მოგვარების გზები და საშუალებები ,რომელსაც
აღნიშნული კუთხით ევროკავშირი გვთავაზობს. საინფორმაციო ბუკლეტი მოსწავლეებმა გაავრცელეს
აღნიშნული სოფლების თემში.სკოლებში, საკრებულოებში.
IV-ეტაპი -ზოდის
საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები სტუმრად მიდიან სოფელ ხალიფაურის,წირქვალის,ხვაშითის საჯარო სკოლებში
და სთავაზობენ თანატოლებს იმუშაონ და მოამზადონ
პრეზენტაციები თავიანთ სოფლებში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ და
წარმოადგინონ და მონაწილეობა მიიღონ კონფერენციის მუშაობაში ,რომელიც ზოდის საჯარო სკოლაში გაიმართა 2014 წლის 28 ნოემბერს.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნეენ მეზობელი საკრებულოს
სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეები,პედაგოგები,საკრებულოს წევრები,მოსწავლეთა
მშობლები,ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივი თემის სხვა წევრები.კონფერენციაზე მოსწავლეებმა
საინტერესო თემები წარმოადგინეს Pover-Pointis
ფორმატში პრეზენტაციის სახით:“ევროკავშირის
ისტორია“,-მე-11 კლასის მოსწავლე რატი ჯაჯანიძე.“ევროკავშირის წევრი ქვეყნები,“- მე-12-კლასის
მოსწავლე ანა სხირტლაძე, “ევროკავშირის როლი
გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში“,-მე-12 კლასის მოსწავლე ქეთი ბოჭორიშვილი,“განათლების სისტემის ანალიზი
ევროკავშირის ქვეყნებში“- მე-12-კლასის მოსწავლე
თამარ სხირტლაძე, „ევროპული ღირებულებები და საქართველო“-ხალიფაურის საჯარო
სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ბეჟანიშვილი,
„ევროკავშირი და საქართველო-ასოცირების ხელსეკრულების მნიშვნელობა საქართველოსთვის“-ზოდის
საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლანა
ბოჭორიშვილი, „ჩემი სოფლის ეკოლოგიური პრობლემები და ევროკავშირი“- ზოდის საჯარო სკოლის
მე-10 კლასის მოსწავლეები. „ჩემი სოფლის ეკოლოგიური პრობლემები და ევროკავშირი“-თემის
პრეზენტაცია წარმოადგინეს ასევე სოფელ წირქვალის საჯარო სკოლის მე -11 კლასის მოსწავლემ მარი გურულმა
და ხვაშითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ნანო ბრეგვაძემ.
კონფერენციამ დიდი მოწონება დაიმსახურა მოწვეული საზოგადოების მხრიდან , აზრი გამოთქვეს
:ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს -ცენტრის უფროსმა ნუგზარ მიროტაძემ,სოფლის დეპუტატმა
ირაკლი მერმანიშვილმა,ადგილობრივი საკრებულოს წევრმა გიორგი ქვათაძემ, მოსწავლეთა მშობლებმა
და სხებმა.
დასკვნა:
პოექტზე
მუშაობა თითქმის თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეებმა
ღრმად შეისწავლეს ევროკავშირის ისტორია,
საქართველო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ყველა ასპექტის მნიშვნელობა . გაუწიეს პოპულარიზაცია აღნიშნული საკითხებისადმი
ცნობადობის გაზრდას ადგილობრივ თემში.პროექტის მუშაობაში აქტიურად ჩართეს მეზობელი წირქვალის საკრებულოს სკოლები. მოსწავლეებმა საფუძვლიანად შეისწავლეს საქართველოს
ერთ -ერთი ყველაზე სპეციფიკური რაიონის სოფლების მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც
გამოწვეულუია მანგანუმის არასწორი ღია კარიერული
წესით მოპოვების გამო. ზემოთ აღნიშნულ
საკითხები წარადგინეს პრეზენტაციის სახით ფართო აუდიტორიისთვის.შეკრებილმა საზოგადოებამ
ერთად იმსჯელეს და გამოიტნეს გარკვეული დასკვნები , გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები პრობლემის
მოგვარებისაკრენ.
პროექტის განხორციელებით მოსწავლეებმა შეძლეს ევროკავშირის თემა ფართოდ განევრცოთ თემში,ერთი
მძიმე კონკრეტული პრობლემის წინ წამოწევით შეძლეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის გაერთიანება
და დაინტერესება.
პროექტის რესურსები:
კომპიურერული
ტექნიკა: პერსონალური კომპიუტერი,პროექტორი,ვიდეოკამერა,ფოტოკამერა.
დამხმარე
სახელმძღვანელო:გიორგი დვალაშვილი -჻“ჭიათურის სოფლების ისტორიულ ეთნოგრაფიული ანალიზი“გამოც:2013წ.
ინტერნეტ რესურსი
-WWW.Georgia.com
შეხვედრები სოფელ
ზოდის, წირქვალის,ხალიფაურის და რგანის მცხოვრებლებთან ინტერვიუების ჩაწერის მიზნით.
суббота, 15 мая 2010 г.
პროექტი
პროექტის სახელწოდება:
"გაზიარებული პასუხისმგებლობები"
პრობლემის ანალიზი:
საზოგადოებრივი აღმშენებლობის პროცესი საქართველოში მტკივნეულად მიმდინარეობს.
მიუხედავად საგანმანათლებლო სფეროში რეფორმით გამოწვეული წარმატებებისა, მდგომარეობა ჯერ კიდევ რთული რჩება. განსაკუთრებით ეს სირთულე თავს იჩენს მშობლებთან ურთიერთობისას.
მასწავლებლები რეფორმის კვალდაკვალ ვისმენთ თრენინგებს,ვეცნობით თანამედროვე მეთოდურ ლიტერატურას.მშობლები კი რატომღაც ყოველივე ამისაგან შორს დგანან.
თანამედროვე სკოლის მოთხოვნები, რომელიც აგებულია მოსწავლის , მასწავლებლის და მშობლის თანასწორუფლებიან , პარტნიორულ ურთიორთებებზე ჯერჯერობით სრულყოფილებას ვერ აღწევს, რადგან ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. რაც გამოიხატება იმით, რომ მშობელთა 50% გასულია რაიონს გარეთ საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად. მშობელთა 40% გულგრილად უყურებს სკოლასთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას შემუშავებული აქვს კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმა, რომლის გამოყენება საშუალებას გვაძლევს ფართო საზოგადოება ჩავრთოთ სკოლის ცხოვრებაში და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობითი გარემოს შექმნას, მშობლები მაინც არ იჩენენ ინიციატივას სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობიათვის. აღნიშნული კატეგორიის მშობლების შვილებს არ აქვთ სასკოლო ნივთები, ხშირად აცდენენ გაკვეთილებს და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სკოლის იმედად ყავთ შვილები.
სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული მშობელთა მხოლოდ 10%–ტი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოსწავლე , არამოტივირებული მოდის სკოლაში და მხოლოდ სკოლის მცდელობა საკმარისი არა რის სწავლის მაღალი ხარისხის მისაღებად.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
მიზნობრივი ჯგუფები: მოსწავლეთა თვითმართველობის წევრები, მშობელები, მასწავლებლები.
ღონისძიებების და საქმიანობების მოკლე აღწერა:
საქმიანობები;
ღონისძიება : კულტურულ– საგანმანათლებლო ღონისძიებების პროგრამების, გეგმის შედგენა.
საქმიანობები:
ღონისძიება: საინფორმაციო ბიულეტენის მომზადება სკოლის შესახებ.
საქმიანობები:
"გაზიარებული პასუხისმგებლობები"
პრობლემის ანალიზი:
საზოგადოებრივი აღმშენებლობის პროცესი საქართველოში მტკივნეულად მიმდინარეობს.
მიუხედავად საგანმანათლებლო სფეროში რეფორმით გამოწვეული წარმატებებისა, მდგომარეობა ჯერ კიდევ რთული რჩება. განსაკუთრებით ეს სირთულე თავს იჩენს მშობლებთან ურთიერთობისას.
მასწავლებლები რეფორმის კვალდაკვალ ვისმენთ თრენინგებს,ვეცნობით თანამედროვე მეთოდურ ლიტერატურას.მშობლები კი რატომღაც ყოველივე ამისაგან შორს დგანან.
თანამედროვე სკოლის მოთხოვნები, რომელიც აგებულია მოსწავლის , მასწავლებლის და მშობლის თანასწორუფლებიან , პარტნიორულ ურთიორთებებზე ჯერჯერობით სრულყოფილებას ვერ აღწევს, რადგან ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. რაც გამოიხატება იმით, რომ მშობელთა 50% გასულია რაიონს გარეთ საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად. მშობელთა 40% გულგრილად უყურებს სკოლასთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას შემუშავებული აქვს კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმა, რომლის გამოყენება საშუალებას გვაძლევს ფართო საზოგადოება ჩავრთოთ სკოლის ცხოვრებაში და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობითი გარემოს შექმნას, მშობლები მაინც არ იჩენენ ინიციატივას სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობიათვის. აღნიშნული კატეგორიის მშობლების შვილებს არ აქვთ სასკოლო ნივთები, ხშირად აცდენენ გაკვეთილებს და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სკოლის იმედად ყავთ შვილები.
სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული მშობელთა მხოლოდ 10%–ტი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოსწავლე , არამოტივირებული მოდის სკოლაში და მხოლოდ სკოლის მცდელობა საკმარისი არა რის სწავლის მაღალი ხარისხის მისაღებად.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
- მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის ამაღლება.
- სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვანი მოქალაქის გაზრდა.
- მშობლებისა და სკოლის დაახლოების მიზნით , მშობელთა კომიტეტის შექმნა.
- ერთობლივი კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა.
- ადგილობრივი თემის , ყოფილი კურსდამთავრებულების , ფართო საზოგადოების ჩაბმა სკოლის ცხოვრებაში მშობლებთან ერთად.
- სკოლისა და მშობლის , ფართო საზოგადოების ურთიერთობის ხარისხი გავლენას მოახდენს მოსწავლის სწავლის ხარისხზე.
- სკოლაში მშობელს ექნება შესაბამისი გარემო , რითაც ისინი კომფორტულად იგრძნობენ თავს.
- 129 უფროსკლასელი მოსწავლის ცოდნის დონე ამაღლდება 20%– ით,
- პროექტის დამთავრების შემდეგ, უფროსკლასელთა 40%–ტი მიუახლოვდება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების ხარისხობრივ მაჩვენებელს.
მიზნობრივი ჯგუფები: მოსწავლეთა თვითმართველობის წევრები, მშობელები, მასწავლებლები.
ღონისძიებების და საქმიანობების მოკლე აღწერა:
- ამოცანა: მშობლებისა და სკოლის დაახლოების მიზნით მშობელთა კომიტეტის შექმნა.
საქმიანობები;
- თანამედროვე საგანმანათლებლო , პედაგოგიურ –ფსიქოლოგიური, მეთოდური ლიტერატურის შეძენა.
- დებატების მოწყობა, მშობლებს , მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის.
- ფსიქოლოგის მოწვევა და საუბარი მშობლებთან.
ღონისძიება : კულტურულ– საგანმანათლებლო ღონისძიებების პროგრამების, გეგმის შედგენა.
საქმიანობები:
- ერთობლივი პროექტი "ვისწავლოთ ერთად", მშობლებისა და შვილებისათვის (საინფორმაციო, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლება და შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავება).
- მშობლების მოწვევა ღია გაკვეთილებზე, სადაც ნაჩვენები იქნება ის მეთოდები და მიდგომები, რომლებიც ხელს უწყობს მათი შვილების აღზრდას ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ აქტიურ და თავისუფალ მოქალაქეებად.
- მშობლების ჩართვა მათი შესაძლებლობების და უნარის მიხედვით , სკოლის შიდა და გარე ღონისძიებებში.
ღონისძიება: საინფორმაციო ბიულეტენის მომზადება სკოლის შესახებ.
საქმიანობები:
- საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით ვაწვდით ინფორმაციას მშობლებს და კურსდამთავრებულებს, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს , არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების სხვა ფენებს სკოლის ცხოვრების შესახებ, სკოლის მოსწავლეების , მასწავლებლების მიღწევებზე, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ აკითხებზე.
- სტატიების მომზადება და გამოქვეყნება სასკოლო გაზეთში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)