პროექტის სახელწოდება:
"გაზიარებული პასუხისმგებლობები"
პრობლემის ანალიზი:
საზოგადოებრივი აღმშენებლობის პროცესი საქართველოში მტკივნეულად მიმდინარეობს.
მიუხედავად საგანმანათლებლო სფეროში რეფორმით გამოწვეული წარმატებებისა, მდგომარეობა ჯერ კიდევ რთული რჩება. განსაკუთრებით ეს სირთულე თავს იჩენს მშობლებთან ურთიერთობისას.
მასწავლებლები რეფორმის კვალდაკვალ ვისმენთ თრენინგებს,ვეცნობით თანამედროვე მეთოდურ ლიტერატურას.მშობლები კი რატომღაც ყოველივე ამისაგან შორს დგანან.
თანამედროვე სკოლის მოთხოვნები, რომელიც აგებულია მოსწავლის , მასწავლებლის და მშობლის თანასწორუფლებიან , პარტნიორულ ურთიორთებებზე ჯერჯერობით სრულყოფილებას ვერ აღწევს, რადგან ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. რაც გამოიხატება იმით, რომ მშობელთა 50% გასულია რაიონს გარეთ საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად. მშობელთა 40% გულგრილად უყურებს სკოლასთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას შემუშავებული აქვს კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმა, რომლის გამოყენება საშუალებას გვაძლევს ფართო საზოგადოება ჩავრთოთ სკოლის ცხოვრებაში და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობითი გარემოს შექმნას, მშობლები მაინც არ იჩენენ ინიციატივას სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობიათვის. აღნიშნული კატეგორიის მშობლების შვილებს არ აქვთ სასკოლო ნივთები, ხშირად აცდენენ გაკვეთილებს და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სკოლის იმედად ყავთ შვილები.
სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული მშობელთა მხოლოდ 10%–ტი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოსწავლე , არამოტივირებული მოდის სკოლაში და მხოლოდ სკოლის მცდელობა საკმარისი არა რის სწავლის მაღალი ხარისხის მისაღებად.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
მიზნობრივი ჯგუფები: მოსწავლეთა თვითმართველობის წევრები, მშობელები, მასწავლებლები.
ღონისძიებების და საქმიანობების მოკლე აღწერა:
საქმიანობები;
ღონისძიება : კულტურულ– საგანმანათლებლო ღონისძიებების პროგრამების, გეგმის შედგენა.
საქმიანობები:
ღონისძიება: საინფორმაციო ბიულეტენის მომზადება სკოლის შესახებ.

- მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის ამაღლება.
- სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვანი მოქალაქის გაზრდა.
- მშობლებისა და სკოლის დაახლოების მიზნით , მშობელთა კომიტეტის შექმნა.
- ერთობლივი კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა.
- ადგილობრივი თემის , ყოფილი კურსდამთავრებულების , ფართო საზოგადოების ჩაბმა სკოლის ცხოვრებაში მშობლებთან ერთად.
- სკოლისა და მშობლის , ფართო საზოგადოების ურთიერთობის ხარისხი გავლენას მოახდენს მოსწავლის სწავლის ხარისხზე.
- სკოლაში მშობელს ექნება შესაბამისი გარემო , რითაც ისინი კომფორტულად იგრძნობენ თავს.
- 129 უფროსკლასელი მოსწავლის ცოდნის დონე ამაღლდება 20%– ით,
- პროექტის დამთავრების შემდეგ, უფროსკლასელთა 40%–ტი მიუახლოვდება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების ხარისხობრივ მაჩვენებელს.
მიზნობრივი ჯგუფები: მოსწავლეთა თვითმართველობის წევრები, მშობელები, მასწავლებლები.
ღონისძიებების და საქმიანობების მოკლე აღწერა:
- ამოცანა: მშობლებისა და სკოლის დაახლოების მიზნით მშობელთა კომიტეტის შექმნა.
საქმიანობები;
- თანამედროვე საგანმანათლებლო , პედაგოგიურ –ფსიქოლოგიური, მეთოდური ლიტერატურის შეძენა.
- დებატების მოწყობა, მშობლებს , მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის.
- ფსიქოლოგის მოწვევა და საუბარი მშობლებთან.
ღონისძიება : კულტურულ– საგანმანათლებლო ღონისძიებების პროგრამების, გეგმის შედგენა.
საქმიანობები:
- ერთობლივი პროექტი "ვისწავლოთ ერთად", მშობლებისა და შვილებისათვის (საინფორმაციო, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლება და შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავება).
- მშობლების მოწვევა ღია გაკვეთილებზე, სადაც ნაჩვენები იქნება ის მეთოდები და მიდგომები, რომლებიც ხელს უწყობს მათი შვილების აღზრდას ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ აქტიურ და თავისუფალ მოქალაქეებად.
- მშობლების ჩართვა მათი შესაძლებლობების და უნარის მიხედვით , სკოლის შიდა და გარე ღონისძიებებში.
ღონისძიება: საინფორმაციო ბიულეტენის მომზადება სკოლის შესახებ.
საქმიანობები:
- საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით ვაწვდით ინფორმაციას მშობლებს და კურსდამთავრებულებს, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს , არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების სხვა ფენებს სკოლის ცხოვრების შესახებ, სკოლის მოსწავლეების , მასწავლებლების მიღწევებზე, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ აკითხებზე.
- სტატიების მომზადება და გამოქვეყნება სასკოლო გაზეთში.